weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება

16:42 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შიდა ქართლის სამ რაიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება. ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილი კასპის ოკუპაციის მუზეუმში, დასრულებული პროექტის „არა ოკუპაციას“ მონაწილეებს შეხვდა, რომელზეც ოკუპაციის შედეგებზე, საინფორმაციო ომზე, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებსა  და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პროექტი ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ განახორციელა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ოკუპაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო დისკუსიებს მართავდა.

„ჩვენ შევთვაზეთ კასპის ოკუპაციის მუზეუმს, როგორც წარმატების მაგალითს, რომ ოკუპაციის გასწვრივ საქართველოს ქალაქებში პირველ ეტაპზე შიდა ქართლის ქალაქებში, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის მუზეუმები. ეს კიდევ ერთხელ ძალიან თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს ახალგაზრდებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შეფასება დავიწყოთ სწორად და დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდის  დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.

„აგროკლუბი“,  რომლის მიზანიც ფერმერთა ხელშეწყობა, ინფორმირება და ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანერგვაა პრეზიდენტის ფონდისა და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კლუბისთვის გამოყოფილი შენობა, აღიჭურვა ტრენინგცენტრი, ასევე მომზადდა სადემონსტრაციო ნაკვეთი.

გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფნალაძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და პროექტის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს, რა შედეგი მიიღო „აგროკლუბის“ საქმიანობისგან მოსახლეობამ.

ნიქოზის „აგროკლუბი“იმ ფერმერებს აერთიანებს, რომლებსაც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მოჰყავთ მოსავალი და ცდილობენ დაეუფლონ თანამედროვე მეთოდებს სოფლის მეურნეობაში.

„ჩვენ ვფიქრობთ „აგროკლუბის“ შემდგომ მხარდაჭერასაც, რადგან მას არამხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს, არამედ იგი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რომ სწორედ აქ, საოკუპაციო ხაზს მიღმა იყვნენ ძლიერი ფერმერები“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]