weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12:43 პარასკევი, 22 მარტი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის ისტორიული მუზეუმის, ააიპ თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ა/ო World Vision-ის, ა/ო შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარისა“ და ა/ო სოციალური ინტერესების დაცვის ასოციაციის მხარდაჭერით, თელავის ისტორიულ მუზეუმში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ, როგორც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს და სპეციალურად დაგეგმილ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა (აპლიკაციების შექმნა, ასფალტზე ხატვა, ძერწვა და ა.შ.).

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. მან აღნიშნა, რომ თელავის მერია მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ბავშვების განვითარებასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]