15 წლის ბავშვი თბილისის ზღვაზე, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112) მას შემდეგ დარეკეს, რაც ბიჭი წყალში გაუჩინარდა.
ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია. თუმცა, ადგილობრივების თქმით, იქ არასრულწლოვნები საბანაოდ ხშირად დადიან.