weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი დაჭრეს

21:58 პარასკევი, 22 მარტი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ბესიკ შუბითიძე სავარაუდოდ ბრაკონიერმა დაჭრა. შემთხვევა გურჯაანში, იმ დროს მოხდა, როდესაც შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მდინარე ალაზანზე გეგმურ შემოვლას ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შუბითიძე სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]