weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში 29 წლის ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

10:43 შაბათი, 23 მარტი 2019
ფოტოზე მელანო ფუტკარაძე ფოტოზე მელანო ფუტკარაძე

29 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მულხით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მელანო ფუტკარაძე „მედცენტრში“ 21 მარტს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს პრეტენზია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე მკურნალობდა და ოჯახით მტკიცებით, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

„ტვ 25“-ის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით 17 მარტს მიიყვანეს. გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის მტკიცებით, მის შვილს მუცლის ღრუს ულტრბგერითი და გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს. მელანო ფუტკატრაძე სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღეს გაწერეს. დედის თქმით, მედიკოსებმა პაციენტს თბილი აბაზანის მიღება ურჩიეს.

18 მარტს, მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც „მედცენტრში“ მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მას მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი გადიოდა ინტენსიურ მკურნალობას, მისი მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და 21 მარტს გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობით, სეპტიკური შოკის ფონზე“, – განაცხადა „ტვ 25“-თან „მედცენტრის“ წარმომადგენელმა, ნინო ცხვარაძემ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ, რომელმაც მელანო ფუტკარაძეს უმკურნალა. საავადმყოფოში ოჯახის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, გაწერის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

„დიაგნოზი მწვავე მუცელი ჩვენს კლინიკაში არ იდენტიფიცირდა. სამედიცინო რეკომენდაციებში თბილი აბაზანების მიღება არ არის მითითებული. დანარჩენ ყველა კითხვაზე პასუხს გასცემენ სამედიცინო ექსპერტები, თუ ამით დაინტერესდებიან“, – აცხადებს ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორი, თამარ მხატვარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]