შოთა სამხარაძე 12 იანვარს გაუჩინარდა. ბოლოს ის კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თოვლის ფესტივალზე ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.