weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრძოლა ბრაკონიერებთან იქნება პრინციპული – ლევან დავითაშვილი

16:12 შაბათი, 23 მარტი 2019
ფოტოზე ლევან დავითაშვილი ფოტოზე ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საავადმყოფოში მოინახულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე, რომელიც 22 მარტს, გურჯაანში დაჭრეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს თანახმად, ბესიკ შუბითიძე სამოქმედო ტერიტორიის გეგმური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.

„პაციენტს სხეულის მრავლობითი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას. ბესიკ შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ლევან დავითაშვილთან ერთად, მისი მოადგილე - იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს სამსახურების ბრძოლა ბრაკონიერებთან იქნება პრინციპული, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ბესიკ შუბითიძის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 12 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შუბითიძის დაჭრის ფაქტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]