weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა

20:00 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლით ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ წარადგინა. ვასილ მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით, 12 ხმით 2–ის წინააღმდეგ აირჩიეს.

ვასილ მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ის გიორგი მიქაუტაძეს შეცვლის.

ვასილ მშვენიერაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა; საბჭოს 2016 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]