დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაჭრილი ქალის მეუღლე რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.