weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თებერვალში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს

10:35 სამშაბათი, 26 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის მიმართულებით გასვლების შესახებ ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა, შესვლაზე უარი კი 20 მოქალაქეს ეთქვა.

პოლონეთის მიმართულებით 3198 მოქალაქე გაემგზავრა, ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღო 30-მა; იტალიას 2594 მოქალაქე ესტუმრა, ქვეყნაში შესვლაზე უარი 34-მა მიიღო; საბერძნეთის მიმართულებით 2994 მოქალაქე გაემგზავრა უარი ეთქვა 7-ს.

სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: საფრანგეთი – გაემგზავრა 1445 მოქალაქე (უარი ეთქვა 37-ს); ავსტრია – გაემგზავრა 1613 მოქალაქე (უარი ეთქვა 20-ს); ესპანეთი – გაემგზავრა 1334 მოქალაქე (უარი ეთქვა 25-ს); ჩეხეთი – გაემგზავრა 1272 მოქალაქე (უარი ეთქვა 4); უნგრეთი – გაემგზავრა 935 მოქალაქე (უარი ეთქვა 11-ს); კვიპროსი – გაემგზავრა 830 მოქალაქე (უარი ეთქვა 30-ს); ლიეტუვა – გაემგზავრა 429 მოქალაქე (უარი ეთქვა 2-ს); ბულგარეთი – გაემგზავრა 89 მოქალაქე (უარი ეთქვა ერთს); ნიდერლანდები – გაემგზავრა 252 მოქალაქე (უარი ეთქვა ერთს); ლატვია – გაემგზავრა 494 მოქალაქე (უარი ეთქვა 6-ს);

უარი არ მიუღიათ ბელგიაში, შვეიცარიაში, სლოვენიასა და რუმინეთში გამგზავრებულ საქართველოს მოქალაქეებს.

მთლიანობაში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]