ბინაში, სადაც მამაკაცი მარტო იყო, ბუნებრივი აირი, სავარაუდოდ, გამათბობლის გათიშვის შედეგად დაგროვდა.
„ინფო რუსთავის“ ცნობით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე იყო. ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულიხმობს.