weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მოზარდი დააკავეს

12:06 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ YouTube-ში ატვირთვის გამო მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

„აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები, „თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე YouTube-ში ატვირთვა, რაც შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს“.

„შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა - ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, – განმარტა მეზვრიშვილმა.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო YouTube-ში უკვე წაშლილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]