weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვილნიუსში „ქართველების ქუჩა“ დაარსდა

17:04 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში „ქართველების ქუჩა“ (Kartvelu Street) გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩა ლიეტუვაში მიმდინარე კულტურის დღეების „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში - 2019 “ ფარგლებში გახსნეს.

„2018 წლის მაისში, ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების - Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წელს თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი აღინიშნება, რასაც ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში ანსამბლ „სულიკოს“ კონცერტი მიეძღვნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]