weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის მერიას გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის განაცდურის გადახდა დაეკისრა

17:55 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019
ფოტოზე ნარგიზ ნიგურიანი ფოტოზე ნარგიზ ნიგურიანი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების, ნარგიზ ნიგურიანისა და მაია კახიანის სარჩელები და მერიას მათთვის ერთი წლის იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა.

კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ნარგიზ ნიგურიანის შემთხვევაში ერთი წლის განაცდურის ოდენობა დაახლოებით 7 ათასი ლარია, ხოლო ააიპ „სახელოვნებო სკოლის“ ყოფილი დირექტორის, მაია კახიანის – 6 ათასი.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სასამართლომ ნიგურიანისა და კახიანის გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები ბათილად ცნო, თუმცა სამსახურში მათი აღდგენის გადაწყვეტილება არ მიიღო. გარდა ამისა, სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არ დაადგინა.

ნარგიზ ნიგურიანი აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების შინაარსი ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ის ერთი მხრივ აბათილებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, ხოლო, მეორე მხრივ, მერიას გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას არ ავალებს. ნარგიზ ნიგურიანი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„გავასაჩივრებ, ოღონდ დავამატებ ერთ - ანტისემიტიზმის მუხლს. მე დედით ებრაელი ვარ. გამგებელი მომიხსენიებს როგორც ურიის შვილს. აქამდე ეს არ გამიჟღერებია. ჩემი ნათესავები არიან და არ მინდოდა, რომ ოჯახებისთვის დარტყმა მიმეყენებინა, მაგრამ იმდენად თავს გასული ქმედებები გამოავლინეს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე“, – უთხრა ნარგიზ ნიგურიანმა „ლაივპრესს“.

ნიგურიანის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ სამართალს აღსრულებაა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამსახურში არ დაბრუნდება.

მარტის დასაწყისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის მერიიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომლის, მანანა საღლიანის საქმეზე მიიღო გადაწვეტილება. სასამართლომ გააუქმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება სამსახურიდან საღლიანის გათავისუფლების შესახებ, მერიას მისი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება დაავალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]