weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის თეატრში პრემიერსა და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარეს

11:13 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე იარუსიდან პროკლამაციები გადააყარა. პროკლამაციები ძველი ბათუმის დაცვისკენ მოწოდებას შეიცავდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სტუდენტმა მაია მუთიძემ განმარტა, რომ ამ ფორმით ის შეეცადა, ოფიციალური პირებისთვის იმ აქტივისტების სათქმელი ეთქვა, ვისაც მიაჩნია, რომ ძველ ბათუმს „ქაოსური განაშენიანებით“ საფრთხე ემუქრება.

„ამ ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში შეუძლებელია იყო ბედნიერი. არაფერი კეთდება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ისტორიული ზონაც თუ არ დაზარალებულა, მალე დაემუქრება საფრთხე“, – ამბობს მაია მუთიძე.

პერფომანსს სპექტაკლის პრემიერაზე მყოფი პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში გამოეხმაურა. მისი თქმით, პროკლამაციების გადმოყრა მოქალაქის პოზიციის დაფიქსირების საინტერესო ფორმა იყო.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია, სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათავლისწინებელი“, – ციტირებს ჯაშის კომენტარს აჭარის ტელევიზია.

მშენებლობებზე რეგულაციების დაწესების მიზნით, ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას რიგითი მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ 2016 წლიდან ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]