დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ქალს მხარში მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მისი მოთავსება საჭირო არ გახდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111 –117-ე მუხლით მიმდინარეობს.