weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას საჩუქრად ღამის ქოთნები და „პამპერსები“ მიუტანა

13:20 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019
ფოტო: ქუთაისი პოსტი ფოტო: ქუთაისი პოსტი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნები და „პამპერსები“ მიიტანა. წულაიამ ამ ფორმით ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობაზე ყურადღების მიქცევა სცადა.

„გვინდა საჩუქრად გადავცეთ მერიას, რომ ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს დაურიგონ. ტუალეტი ვერ გახსნეს და ამას დაარიგებენ“, – განაცხადა გოგი წულაიამ, რომელსაც დაცვის სამსახურმა მერიის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ცნობით, ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს, მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე. უმეტესწილად ისინი დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის მერიამ აუქციონი მიმდინარე თვეში გამოაცხადა. მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხი საპირფარეშოს შენობას იჯარის ფორმით გაასხვისებენ და ისინი შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში ამუშავდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]