weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს 8 ახალი მიმართულებით შეასრულებს

00:17 პარასკევი, 29 მარტი 2019

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „ვიზეარს“ (Wizz Air) ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს:

  • ქუთაისი - გდანსკი - ქუთაისი: 31 მარტიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს;
  • ქუთაისი - ბარი - ქუთაისი: 1 აგვისტოდან ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი - ეინდჰოვენი - ქუთაისი: 1 აგვისტოდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
  • ქუთაისი - კოპენჰაგენი - ქუთაისი: 2 აგვისტოდან ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
  • ქუთაისი - ბაზელი - ქუთაისი: 2 აგვისტოდან ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
  • ქუთაისი - ტალინი - ქუთაისი: 4 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი - ბრიუსელი - ქუთაისი: 4 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი - კრაკოვი - ქუთაისი: 4 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა „ვიზეარს“ 2019 წლის 26 მარტს მიენიჭა. ფრენები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

„ვიზეარი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]