weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხონის ფსიქიატრიულის პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

10:55 შაბათი, 30 მარტი 2019
ფოტო: სახალხო დამცველი ფოტო: სახალხო დამცველი

ხონში, სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პაციენტის, 60 წლის ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმებმა პაციენტს სცემეს და აწამეს, რის შემდეგაც საჭირო გახდა ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მისი გადაყვანა. ქალი გუშინ, 29 მარტს გარდაიცვალა.

„ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული და ყური მოგლეჯილი აქვს“, – განაცხადა გარდაცვლილის დამ, ნინო ბიგვავამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, დის მოსანახულებლად საავადმყოფოში 19 მარტს მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ ის ქუთაისში იყო გადაყვანილი: „ექიმი მეუბნება - დაეცა, ნაკაწრი ჰქონდა, მეორე დღეს სახეზე სილურჯე წამოუვიდაო და ქუთაისის ინტენსიურ საავადმყოფოში გადავიყვანეთო. ვუთხარი, რაიმე პრობლემა ხომ არ არის-მეთქი. არავითარი პრობლემა არ არის, უბრალოდ ცოტას მოამჯობინებენ და ისევ ჩამოვიყვანთო. მეორე, მესამე დღეს დავრეკე, სულ ვკითხულობდი როგორ იყო და სულ მეუბნებოდნენ კარგად არისო, მომჯობინებულია, გადასხმებს უკეთებენო“.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტზე ძალადობას უარყოფენ. დაწესებულების წამომადგენლები განმარტავენ, რომ ქალმა დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის დროს მიიღო.

„აღნიშნული ბენეფიციარი საწოლიდან წამოდგომის დროს წაიქცა. შემდეგ მორიგე ექიმის მიერ გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა და პაციენტი გადაყვანილი იქნა ქუთაისში. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის ძალადობის ფაქტს ჩვენი ცენტრის მედპერსონალის მხრიდან. ბენეფიციარის ისტორიაშია აღნიშნული ყველა დეტალი“, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარიამ გიორგაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სავალალო მდგომარეობაშია. ნინო ლომჯარიამ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ 600 პაციენტზე გათვლილი დაწესებულების საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. სახალხო დამცველის თქმით, თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]