weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრემიერს ვთხოვე, რომ სკოლის პროგრამაში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა – ილია II

12:22 შაბათი, 30 მარტი 2019

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაციაზე.

პირველი არხის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ჩვენი უნიკალური შენატანია ქრისტიანულ ცივილიზაციაში.

„ქართული ღვინო და ქართული პოლიფონია ერთმანეთს ავსებენ, ეს არის ჩვენი დიდი საგანძური და მინდა თითოეული თქვენთაგანი დავარწმუნო, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ამ საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს 7 ახალი სკოლა დაემატება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას. მრავალტომეული ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ფონდი „ქართული გალობის“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]