weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთის საკრებულომ სანაპირო ზოლში 12 000 კვ.მ მიწა კერძო კომპანიას გადასცა

14:18 შაბათი, 30 მარტი 2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა დაბა ჩაქვში, სანაპირო ზოლში მდებარე ჯამში 12 320 კვ.მ მიწის ნაკვეთების კომპანია „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემას. „ტვ 25“-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტერიტორიის კერძო კომპანიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ადგილები მომავალში მათთვის მიუწვდომელი გახდება. გადაწყეტილებას მხარს არც ოპოზიცია უჭერდა.

„ეს არის ხალხის ტერიტორია და უნდა დარჩეს ხალხის მფლობელობაში და არა რომელიმე კომპანიის“, – განაცხადა დაბა ჩაქვში მცხოვრებმა, ნანა ჭეფხოძემ „ტვ 25“-თან.

„აქ არავინ არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ჩვენ არავის გვერდში არ ვდგავართ“, – თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა, მაგული მახარაძემ იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ მიწის იჯარით გასხვისების მოწინააღმდეგეები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, გადაწყევტილების მოწინააღმდეგეები რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები საკითხის განხილვამდე გაითვალისწინეს.

„რომ არ შეიზღუდოს და მოწესრიგდეს საზღვაო ინფრასტრუქტურა ჩვენ თანახმა ვართ იჯარით მივცეთ, გარკვეული პირობების ჩაწერით და გარკვეული აკრძალვებით. ვფიქრობ, რომ ეს სრულიად კანონიერია და არცერთი მოქალქის უფლებები არ ირღვევა“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ 8417 კვ.მ და 4181 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს აცნობა. აღნიშნული ნაკვეთები ჯერ ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდეგ კი „დრიმლენდ ოაზისს“ გადაეცემა. „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც ჩაქვში უკვე აქვს სასტუმრო, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მიმდინარე საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდება.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]