„მემგონი, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები. ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი მეორე დღეა სამეგრელოშია. გუშინ ის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა და ის სახლი დაათვალიერა, სადაც პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. ივანიშვილი ხიბულის მცხოვრებლებს გზის, სასმელი წყლისა და საბავშვო ბაღის პრობლემების მოგვარებას დაპირდა.