weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები – ივანიშვილი ზუგდიდში ტაძრის მშენებლობაზე

18:21 შაბათი, 30 მარტი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან ერთად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ივანიშვილმა მიტროპოლიტთან საუბარში განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებს სულ მცირე მილიონით დააფინანსებს.

„მემგონი, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები. ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მეორე დღეა სამეგრელოშია. გუშინ ის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა და ის სახლი დაათვალიერა, სადაც პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. ივანიშვილი ხიბულის მცხოვრებლებს გზის, სასმელი წყლისა და საბავშვო ბაღის პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]