ადგილობრივი რადიოს „ათინათის“ ინფორმაციით, ადგილობრივებმა სამი გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდა სავარაუდოდ სიმამრმა დაჭრა, კონფლიქტის მიზეზი კი შეყვარებულის წყვილის მალულად დაქორწინება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.