weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარი გაჩნდა

15:40 კვირა, 31 მარტი 2019

ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძრის შედეგად 150 მ² ფართობია დამწვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასხვენო გადახურვაში დილით გაჩნდა და ქვედა სართულებზეც გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]