მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის, 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.