31 მარტს სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.
ჭავჭავაძის N5-ში საავადმყოფოს კომპანია ტრანსმშენი აშენებს. როგორც მერიის მუნიციპალური ინსეპქციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერიამ სამუშაოები შეაჩერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.