არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში ნახეს. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი იზა ქავთარაძე იტალიაში სასწავლებლად და სამუშაოდ დაახლოებით ერთი წლის წინ გაემგზავრა.