weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში ცელოფნის პარკების გაყიდვა აიკრძალა  

11:16 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების რეალიზაცია აიკრძალა. რეგულირების წესის დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება. ასევე იკრძალება ასეთი პარკების დამზადება და იმპორტი.

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია ბიოდეგრადირებადი დაკომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ბიოდეგრადირებად პარკს, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. იმპორტზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გაწევს. რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეამოწმებენ.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აკრძალული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]