პირველი და მეორე ბავშვის დაბადება (4 ოჯახი) – 600 ლარი;
უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება (1 ბენეფიციარი) – 150 ლარი;
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 ბენეფიციარი) – 1200 ლარი;
აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (2 ბენეფიციარი) – 300 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 20 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 4 041 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (5 ბენეფიციარი) დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 500 ლარი;
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 67 ბენეფიციარს – 26 610 ლარი;
სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა (1 ბენეფიციარი) – 400 ლარი;
განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 4 ბენეფიციარი – 1 650 ლარი.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია