weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

17:41 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი - SNMG2 შემოვიდა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ნატოს ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), „BGS DRAZKI“ (ბულგარეთი) და „ROS Regele Ferdinand“ (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება.

„ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. წვრთნების მიზანი საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა“, – აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ფოთის პორტში შემოვიდნენ. ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]