weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

12:10 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

როგორც ბახტაძემ 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს განაცხადა, რეგიონში საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

„დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს, ჩვენ საქართველოში ვიწყებთ ეროვნული ცენტრის მშენებლობას. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამავე დროს, სიმბოლური გახლავთ, რომ

აუტიზმის ცენტრს ანალოგი არ აქვს რეგიონში და საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„მოვუწოდებ სხვა კომპანიებს და ქართველ მეწარმეებსაც, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ბახტაძემ.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]