weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო – გახარია

13:41 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე 31 მარტს მომხდარი ფაქტი, რა დროსაც ორი მუშა დაიღუპა, აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო. შს მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ქვეყანაში უკვე გაუმჯობესებულია.

„ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან ძალაში შევიდა, მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულად, ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოებისთვის. რაც შეეხება აღსრულებას, ქვეყანაში, როგორც ასეთი, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს. პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის“, – ციტირებს გიორგი გახარიას კომენტარს პირველი არხი.

31 მარტს, ჭავჭავაძის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. დაღუპულები 26 და 40 წლის მამაკაცები არიან.

ჭაჭავაძის N5-ში საავადმყოფო შენდება. სამუშაოებს სამი კომპანია აწარმოებდა - შპს „ლეჩკომბინატი“, რომელიც დამკვეთი იყო, ასევე შპს „ტრანმსშენი“ და მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ხიმიჯ სერვისი“. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანიას - „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა. მისივე თქმით, კომპანია „ტრანსმშენი“, ინსპექტირების პროცესში ხელის შეშლის გამო, 7 000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისს“ კი 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის შესაბამისი რეგისტრაციის არქონის გამო.

ორი მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]