weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ლევან ჯუღელი უხელმძღვანელებს

17:43 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ლევან ჯუღელი უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ წარუდგინეს.

შეხვედრაზე ჰოსპიტალის განვითარების გეგმაზე და პერსონალის წინაშე მდგარ სირთულეებზე ისაუბრეს.

ლევან ჯუღელი 1992-1993 წლებში, აფხაზეთის საომარი მოქმედებებისას, ქალაქ სოხუმის N2 საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, სადაც დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების ევაკუაციას უზრუნველყოფდა; 2001-2006 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსი; 2004 წელს ცხინვალის რეგიონში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს პასუხისმგებლი იყო სამხედროების სრულ სამედიცინო უზრუნველყოფაზე; 2006-2009 წლებში კლინიკა „სტანდარტ მედის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა; 2011-2013 წლებში იყო „ჰუმან დიაგნოსტიკ-ჯორჯიას“ მენეჯერი; 2013 წელს ქართულ-იაპონურ ერთობლივ სამედიცინო პროექტს ხელმძღვანელობდა.

ლევან ჯუღელს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მინიჭებული მედალი - „მხედრული მამაცობისთვის“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მადლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საპატიო სიგელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის საპატიო სიგელი და საფრანგეთის არმიის სამედიცინო სარდლობის მადლობა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]