weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში აუტიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

18:15 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც აუტიზმის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ადრეული განვითარების ცენტრის სპეციალისტმა, ეკა ონიკაძემ. ღონისძიებას თელავის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

თემატური გამოფენა მოეწყო თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, სადაც თელავის ადრეული განვითარების ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ აუტიზმის თემაზე შესრულებული პლაკატები გამოიფინა.

აქვე ჩატარდა სპორტული აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც სპეციალური საჩუქრები გადასცეს ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების და ააიპ საფეხბურთო სკოლა „თელავის“  ხელმძღვანელებმა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა ცაში ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]