weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნისიაზე უარის გამო რუსთავში მაღაზიის გამყიდველს სცემეს – შსს

14:18 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ნისიად პროდუქტის მიცემაზე უარის თქმის გამო, სამმა პირმა მაღაზიის გამყიდველს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. არიან დაკავებულები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული გამყიდველი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]