„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული გამყიდველი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.