weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

კაჭრეთის პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

11:32 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, 55 წლის ზვიად მთავრიშვილს სამართალდამცველებმა ისე სცემეს, რომ თავის ტვინის ჰემატომა განუვითარდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამაკაცი კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში ოჯახური კონფლიქტის შემდეგ მოხვდა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელებმა დაკავებულზე იძალადეს, რის შედეგადაც ის რამდენიმე დღეში, ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მამაკაცს ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცი ოჯახური კონფლიქტის გამო 22 მარტს იყო დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის ზარი შევიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძამისი მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გაყრას უპირებდა. სამინისტროს განცხადებით, კაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა და მას არასრულწლოვნის დედასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა.

„შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 10 დღის შემდეგ, 1-ელ აპრილს, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ შევიდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ კლინიკაში ზვიად მთავრიშვილი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს თავში არსებული ჰემატომით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებშიც კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები დაათვალიერეს. ასევე, გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებსაც 22 მარტს, ზვიად მთავრიშვილთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

„ამ ეტაპზე ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება. პარალელურად, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]