სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად მოხდა 1490 კვ მეტრი ფართის რეაბილიტაცია, რაზედაც 335,299.48 დოლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია Ltd MC Group (MCG) განახორციელა.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლაში დღეისათვის 44 მოსწავლე სწავლობს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ სკოლას შეუძლია მოსწავლეთა რაოდენობა გაასამმაგოს.
კომპაქტის თანადაფინანსების სახით, სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეზოს მოწყობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს.
2017 წლის აგვისტოში სკოლა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. ფონდის დაფინანსებით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.