weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობა მიმართავს პარლამენტს, 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადოს

15:14 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდება.

როგორც ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ და ვიზიარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გადაწყვეტილება 12 მაისის საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად დადგენის თაობაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]