როგორც ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ და ვიზიარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გადაწყვეტილება 12 მაისის საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად დადგენის თაობაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო.