პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე დაინტერესებულ პირებს გააცნობს როგორც დემოკრატიის სკოლის ახალ სასწავლო პროგრამას, ასევე მონაწილეობის მისაღებად გასავლელ ეტაპებსა და კრიტერიუმებს. დასწრება თავისუფალია.
დემოკრატიის სკოლაში განაცხადები 28 ივლისის ჩათვლით მიიღება. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ.
დემოკრატიის სკოლა NIMD-ის პროექტია და წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. სატრენინგო პროგრამის გარდა კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობენ NIMD-ის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკსა და სხვა ღონისძიებებში.
დემოკრატიის სკოლები საქართველოს ოთხ ქალაქში - თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. თელავის დემოკრატიის სკოლა, რომელსაც უკვე 150 კურსდამთავრებული ჰყავს, მსმენელების მიღებას წელს მეექვსედ აცხადებს.