weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველმა ბათუმში პატიმრების თვითდაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყო

17:00 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

სახალხო დამცველმა ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტის შესწავლა დაიწყო. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, სწავლობენ, ჰქონდა თუ არა ადგილი ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებისადმი შეურაცხყოფას.

„მათგან მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იყო მათი პროტესტის მიზეზი. როგორც თვითონ განგვიცხადეს, ჰქონდა ადგილი გარკვეულ შეურაცხყოფას და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ციხის თანამშრომლის მიმართ. ბუნებრივია, ეს შესასწავლი საკითხია და დადასტურებულად ვერ ვიტყვით. ამ საკითხის შესწავლას ვაპირებთ. როგორც გავიგეთ პროტესტის ნიშნად გარკვეული მავთულით გადაებნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც მოხდა მათი განცალკევება და დეესკალაციის ოთახებში გადაყვანა. ბუნებრივია, მათ ეტყობოდათ ნაჭდევები იმ მეტალის ნივთებისგან მიღებული, რითაც ერთმანეთს გადაებნენ. როგორც ვიცი, ამ კუთხით პირველადი დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

სასჯელაღსრულების დაწესებულების სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები პირველ აპრილს მიიყენა. მათ ციხიდან წერილიც გაავრცელეს, რომელშიც აღწერენ, რა პირობებში უწევთ ყოფნა. ისინი სასმელი წყლის შეზღუდვაზე, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

„ჩვენს მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე, უკანონოდ გვათავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში“, – წერენ პატიმრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ პირველ აპრილს მსჯავრდებულებმა გიორგი მ.-მა, დავით ჭ.-მ და შოთა დ.-მა თვითდაზიანებები მიიყენეს, თუმცა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განუმარტავთ. სამსახური წერილში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]