ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი დბარია. კანონი მესამე მოსმენით მიიღეს და ის ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა.
დეპუტატ ვალერი აგრბას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის იქნება, რომ ახალი კანონით შეუძლებელი იქნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისთვის მისჯილი სასჯელის შემსუბუქება.
„თავისუფლების აღკვეთასთან, გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლებასთან ან ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, შემოღებული იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა და სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა“, – განაცხადა აგრბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2007 წელს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რომელიც დღემდე ძალაშია.