შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული, პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ კალაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. შსს-ს სისტემაში საქმიანობა 2004 წლიდან, პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო; 2004-2007 წლებში იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. შემდეგ კი პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს ათეულის მეთაური; 2007-2013 წლებში საქმიანობა განაგრძო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისისა და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს ათეულის მეთაური, მოგვიანებით ოცეულის მეთაური; 2013-2014 წლებში მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად; 2014-2017 წლებში ეკავა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
მიხეილ კალაძემ საპატრულო პოლიციის რეგიონის მთავარ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გიორგი კონცელიძე შეცვალა.