weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალქალაქში მდებარე მე-13 საუკუნის ეკლესიაში ხატები დააზიანეს

01:33 პარასკევი, 05 აპრილი 2019

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ტაძარი, სადაც სალოცავად სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი დადის, დაარბიეს. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ხატები დაამტვრიეს და მიწაზე დაყარეს.

მომხდარის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც სალოცავში ადგილობრივი ახალგაზრდები მივიდნენ.

„დილით, როდესაც წმინდა ადგილზე მივედით, ვნახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეულია და ძირს დაყრილი. უცნობმა პირებმა გადახაზეს და დაჭრეს, დამტვრიეს და გააფუჭეს წმინდანთა გამოსახულებები. ეს ჩვენი სიწმინდეა. როდესაც აქ ხალხი მოსალოცად მოდის, ხატებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ. უცნობმა პირებმა შეურაცხყვეს ის“, – განაცხადეს ადგილობრივებმა Jnews-თან.

ისინი შესაბამისი ორგანოებისგან საქმის გამოძიებას და სათანადო ზომების მიღებას ითხოვენ.

ეკლესიას, რომელსაც, Jnews-ის ინფორმაციით, ვანკს ან ჩგნავორს უწოდებენ, 2018 წლის 18 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ეკლესია, სადაც ხატები დააზიანეს / ფოტო © კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]