მომხდარის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც სალოცავში ადგილობრივი ახალგაზრდები მივიდნენ.
„დილით, როდესაც წმინდა ადგილზე მივედით, ვნახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეულია და ძირს დაყრილი. უცნობმა პირებმა გადახაზეს და დაჭრეს, დამტვრიეს და გააფუჭეს წმინდანთა გამოსახულებები. ეს ჩვენი სიწმინდეა. როდესაც აქ ხალხი მოსალოცად მოდის, ხატებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ. უცნობმა პირებმა შეურაცხყვეს ის“, – განაცხადეს ადგილობრივებმა Jnews-თან.
ისინი შესაბამისი ორგანოებისგან საქმის გამოძიებას და სათანადო ზომების მიღებას ითხოვენ.
ეკლესიას, რომელსაც, Jnews-ის ინფორმაციით, ვანკს ან ჩგნავორს უწოდებენ, 2018 წლის 18 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ეკლესია, სადაც ხატები დააზიანეს / ფოტო © კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო