weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავის მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა თანამდებობა დატოვა

14:59 პარასკევი, 05 აპრილი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე (აკა) საჩიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო და დღეს შესაბამისი განცხადება დაწერა.

„ფაქტობრივად ორ თვეზე მეტია ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, რის გამოც სამსახურში არ ვიმყოფებოდი და ყველანაირად მოწყვეტილი ვიყავი ჩემს საქმიანობას. დღის წესრიგში დადგა ის, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ გავაგრძელო, რაც ხანგრძლივი პროცესია. აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს ალექსანდრე საჩიშვილი.

საჩიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან მისი წასვლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება. არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თელავის ოლქი წააგო.

„რეგინფოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას თელავის მერის დარჩენილი ორი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი და გურამ გურაბანიძეც დატოვებენ.

ალექსანდრე საჩიშვილი შოთა ნარეკლიშვილის მოაგილედ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე, 2014 წლიდან ის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის, პლატონ კალმახელიძის მოადგილე იყო. 2012-2014 წლებში კი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]