weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იოსებ ქარუმაშვილი და თამარ ყეინიშვილი მატანში მოსახლეობას შეხვდნენ

10:25 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი სოფელ მატნის ბიბლიოთეკაში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრამ, რომლის ძირითად მიზანს სოფელში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენდა , კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხი პირადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მოესმინა. ასევე, მოსახლეობამ შეხვედრაზე მიიღო ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მერის ინიციატივით, სოფლის აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო თათბირებს, რითიც უკეთესად გაეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის პროცესს და შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხელისუფლებამდე მიტანას.

 

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]