weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მფრინავის წინააღმდეგ სარჩელს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოდან გამოიტანს

21:05 პარასკევი, 05 აპრილი 2019

სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, დღეს მინისტრ ლევან იზორიასა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. სამინისტრო სასამართლოდან გამოიტანს სარჩელს, რომლითაც 28 ათასი ლარით მფრინავის დაჯარიმებას ითხოვდა.

ეკატერინე ქვლივიძის განცხადებით, მას შესაძლებლობა ექნება, გორის სამხედრო აკადემიაში ლექციები წაიკითხოს, მოგვიანებით კი მფრინავადაც იმუშავებს.

„ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, სარჩელს გამოიხმობს და პარალელურ რეჟიმში, მე, სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება იმის საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. პარალელურად, მე მზაობა გამოვხატე, რომ გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა, ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო. პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება როგორც კი მექნება, თავდაცვის სამინისტროში აღვდგები როგორც სპეციალისტი, სამხედრო კადრი“, – განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

სამხედრო მფრინავი აცხადებდა, რომ მისი უფლებების გამუდმებით დარღვევის გამო, იძულებული გახდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი შეეწვიტა, რის შემდეგაც სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 28 000 ლარით მისი დაჯარიმება მოითხოვა.

ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. ის 11 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2016 წელს თავდაცვის მინისტრმა ეკატერინე ქვლივიძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. 2017 წელს მან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელ კურსი გაიარა, უკან დაბრუნების შემდეგ კი წოდებრივად დააქვეითეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]